суббота, 10 октября 2009 г.

სათამაშო



პროექტის სახელი:
სათამაშო


პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა სათამაშოს შესახებ დამოუკუდებლად მოიძიონ ინფორმაცია, დაამუშაონ და ორგანიზება გაუკეთონ. დაამზადონ სათამაშოები სხვადასხვა მასალისაგან.


პროექტის სრული აღწერა: საწყის ეტაპზე შევარჩევ საპროექტო ჯგუფებს.

შერჩევა მოხდება მიზნობრივად (გონებრივი შესაძლებლობებისა და ხელგარჯილობის უნარ-ჩვევების მიხედვით). ჯგუფებს მიეცემათ სამუშაო: მოიძიონ ინფორმაცია სათამაშოს შესახებ უძველესი დროიდან დღემდე; გაავლონ პარალელები თანამედროვე სათამაშოსთან.აღწერონ - რით ერთობიან ბავშვები დღეს. ჩაატარონ გამოკითხვა სათამაშოების მაღაზიების გამყიდველებთან: რომელი სათამაშო იყიდება ყველაზე დიდი რაოდენობით; რომელი სქესისა თუ ასაკის ბავშვებს ჰყიდულობენ ძვირადღირებულ სათამაშოებს. გაარკვიონ რა მასალისაგან არის ესა თუ ის სათამაშო დამზადებული და უსაფრთხოა თუ არა. ყურადღება გაამახვილონ ნაძვის ხის სათამაშოებზე.

წარმოადგინონ ჯგუფის ანგარიში ლიდერებმა:პრეზენტაციები, ფოტოსურათები, დიაგრამები, მოამზადონ კედლის გაზეთები.დაამზადონ სათამაშოები და მოაწყონ გამოფენა გაყიდვა. საახალწლოდ შეირჩეს საუკეთესო ნამუშევრები და გადაეცეთ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს.გაყიდვიდან შემოსული თანხით შეიძინონ მათთვის სანატრელი და საოცნებო სათამაშოები.


მონაწილეთა ასაკი: V-VI-კლასები


ვადები/ხანგრძლივობა: 3-თვე


პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დისკუსია,რჩევები, ჯგუფების დაკომპლექტება და პრაქტიკული სამუშაო.


მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას:განივითარებენ ჯგუფში მუშაობის,ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევებს. ისწაავლიან სათამაშოების დამზადებას.


სარგებელი სხვებისთვის: ხელნაკეთი სათამაშოებით გაახარებენ მზრუნ ველობამოკლებულ ბავშვებს.


სამუშაო ენა: ქართული


მონაწილეები სხვა სკოლებიდან: მე-8-ე საჯარო სკოლის V-VI-კლასები.


საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია,ისტ


პროექტის ფასილიტატორი: სოფიო ჯამბრიშვილი


ფასილიტატორის ელ.ფოსტა:s.jambrishvili@gmail.com



ჩემი პორტფოლიო:

''რა ვიცით თექის შესახებ'' (გაკვეთილის გეგმა)